Belive

ორლანდომ სეზონი მოგებით გახსნა | ბითაძემ 5 წუთი ითამაშა

4 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,მაიამი ჰიტი'' სტუმრად 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116:97 დაამარცხა.

მატჩში 5 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 2 მოხსნის მოგროვება შეძლო.

,,მეჯიქს'' 33 ქულით, 11 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით პაულო ბანკერომ ულიდერა.

,,მაიამის'' რიგებში გამოირჩა ტერი როზიე, რომელმაც 19 ქულას, 6 მოხსნას, 5 ასისტსა და 2 დაფარებას მოუყარა თავი.

,,ორლანდო'' მომდევნო მატჩს შაბათს, 26 ოქტომბერს, ,,ბრუკლინ ნეტსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები