Belive

ორლანდო დეტროიტთან დამარცხდა | გოგა ბითაძემ 13 წუთი ითამაშა

7 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი დეტროიტ პისტონსთან 86:104 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ 12:56 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი), 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 21-21 ქულა თანაბრად ჩააგდეს დესმონდ ბეინმა და აიზეია ჯომ.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 7 მოგებითა და 10 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 29 ნოემბერს ვაშინგტონ ვიზარდსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები