Belive

ბექა ბურჯანაძის ლეიმა კორუნას მორიგი გამარჯვება

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის მე-2 ლიგა LEB ORO-ში ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ" "კლავიხო" 94:88 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა 24:43 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

ეს "ლეიმა კორუნას" ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა და ცხრილში 40 ქულით (18 მოგება, 4 მარცხი) ერთპიროვნული ლიდერია, მეორე ადგილოსან "ესტუდიანტესს" 1 ქულით უსწრებს.

სწორედ შემდეგი შეხვედრა იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი, ქართველი კალათბურთელის გუნდი "ესტუდიანტესს შეხვდება", მატჩი 8 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები