Belive

ბექა ბურჯანაძეს მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა | კორუნამ მენორკა დაამარცხა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის მეორე ლიგის (LEB ORO) 27-ე ტურის შეხვედრაში "ლეიმა კორუნამ" "ჰესტია მენორკა" დიდი ანგარიშით 105:73 დაამარცხა.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ დააგროვა, მან 24:28 წუთი ითამაშა, ამ დროში კი ბექამ 16 ქულა - თამაშიდან 6-დან 4 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 1 სამქულიანი, საჯარიმოები კი 8-დან 7 ზუსტად გამოიყენა.

"ლეიმა კორუნას" 48 ქულა აქვს (21 მოგება და 6 მარცხი) და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. შემდეგ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელის გუნდი "ორენსეს" დაუპირისპირდება, მატჩი 6 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები