ბექა ბურჯანაძის გუნდი ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში აღზევდა
10 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ბექა ბურჯანაძის გუნდმა "ლეიმა ბასკეტ კორუნამ" ესპანეთის მეორე ლიგაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მოიგო და ქვეყნის უმაღლეს ლიგაში აღზევდა.
კორუნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა "მელილას" წინააღმდეგ ჩაატარა სადაც 80:74 გაიმარჯვა, ამ მნიშვნელოვანი მოგებით მათ უმძიმეს კონკურენციაში პირველი ადგილი დაიკავეს და ლიგა ენდესას საგზურიც მოიპოვეს.
ბექა ბურჯანაძემ შეხვედრაში 16:10 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ცხრილში საბოლოო მდგომარეობა კი ასეთია:
"ლეიმა ბასკეტ კორუნა" - 61 ქულა
"სან პაბლო ბურგოსი" - 60 ქულა
"ფორცა ლეიდა" - 60 ქულა
𝙃𝙀𝙈𝙊𝙎 𝙃𝙀𝘾𝙃𝙊 𝙃𝙄𝙎𝙏𝙊𝙍𝙄𝘼
— Leyma Basquet Coruña 🍊 (@basquetcoruna) May 10, 2024
𝙂𝙍𝘼𝘾𝙄𝘼𝙎 𝙀𝙌𝙐𝙄𝙋𝙊, #𝙁𝙖𝙢𝙞𝙡𝙞𝙖𝙉𝙖𝙧𝙖𝙣𝙟𝙖 𝙮 𝙋𝘼𝙏𝙍𝙊𝘾𝙄𝙉𝘼𝘿𝙊𝙍𝙀𝙎 🧡 pic.twitter.com/3y2BMUKfBQ