ბექა ბურჯანაძეს კარგი მატჩი ჰქონდა | ლეიმა კორუნამ ვალიადოლიდი დაამარცხა
8 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის მეორე ლიგის (LEB ORO) 30-ე ტურის შეხვედრაში "ლეიმა კორუნამ" "რეალ ვალიადოლიდი" 80:66 დაამარცხა.
ბექა ბურჯანაძემ მატჩში 22:45 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი დააგროვა.
ყველაზე მეტი 16 ქულა "რეალ ვალიადოლიდის" კალათბურთელმა ლოტანა ნვოგბომ დააგროვა.
⏰ J30 | Final
— Leyma Basquet Coruña 🍊 (@basquetcoruna) April 14, 2024
📝 ¡¡OTRA MÁS, OTRA MÁS, OTRA MÁÁÁÁÁÁÁÁÁS!! GRACIAS POR LA ENERGIA #FAMILIANARANJA 🧡
🏀 80-66
⛹🏻 vs @RVBaloncesto
📍 #OFornodeRiazor
🖥️ @LaLigaPlus
📲 #HagamosHistoria 🧡 pic.twitter.com/oY0FU1pwTK
"ლეიმა კორუნა" ესპანეთის მეორე ლიგაში 54 ქულით (24 მოგება, 6 მარცხი) ერთპიროვნული ლიდერია და პირველ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 19 აპრილს, "ალიკანტეს" წინააღმდეგ გამართავს.