ბექა ბურჯანაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის მე-2 ლიგა LEB ORO-ში ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ" მე-19 ტურის მატჩში "ფორცა ლეიდა" დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, 28:35 წუთში მან 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" 34 ქულით (15 მოგება, 4 მარცხი) ცხრილში პირველ ადგილზეა და ზედიზედ 8 მატჩში გამარჯვების მოპოვებას ახერხებს.
El #DiagnostiqaMVP de la Jornada 19 va para...
— Leyma Basquet Coruña (@basquetcoruna) February 2, 2024
💪 @BeqaBurjanadze 💪 pic.twitter.com/EU8ep1exiO