Belive

ბასკონიას გამთამაშებელმა ევროლიგის რეკორდი დაამყარა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 26-ე ტურში ,,ბასკონიამ'' ,,ლიონს'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:80 დაამარცხა.

ისტორიული შეხვედრა ჩაატარა ესპანური გუნდის გამთამაშებელმა, კოდი მილერ-მაკინტაირმა, რომელმაც მატჩში 20 ასისტის მოგროვებით ევროლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

ამერიკელმა, რომელიც ბულგარეთის ნაკრების ღირსებას იცავს, ამ შედეგით ფაკუნდო კამპაცოსა და ნიკ კალატესის (19-19 პასი) რეკორდი გააუმჯობესა.

მოგებით აღფრთოვანებული ვარ! ჩემმა თანაგუნდელებმა ჩაგდებული ბურთებით დიდი სამუშაო გასწიეს. მადლობა მათ და ჩვენს მწვრთნელებს, რომლებსაც ჩემი სჯერათ.

ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრი ჭორი მსმენია და ამბობენ, რომ გამთამაშებელი არ ვარ... იმედი მაქვს, ხალხი დაინახავს, რომ ეს ჩემი ბუნებრივი პოზიციაა.'' - თქვა კოდიმ რეკორდის დაფიქსირების შემდეგ.

გარდა ამისა, მილერ-მაკინტაირმა სამმაგი დუბლიც გაიფორმა (11 ქულა, 11 მოხსნა, 20 შედეგიანი გადაცემა), რაც ევროლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-4 შემთხვევაა. აქამდე სამმაგების დაფიქსირება ნიკოლა ვუიჩიჩმა (2-ჯერ, 2005-06 და 2006-07 წლების სეზონში) და ნიკ კალატესმა (2018-2019 წლების სეზონში) შეძლეს.

სხვა სტატიები