ტენერიფემ ლიგა ენდესას სეზონი, ბასკონიასთან გამარჯვებით დაიწყო
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) სეზონი დაიწყო და პირველი მატჩებიც გაიმართა. გიორგი შერმადინის "ტენერიფე" პირველ შეხვედრაში საკუთარ არენაზე "ბასკონიას" დაუპირისპირდა. მასპინძლებმა მეტოქე გუნდი 88:80 დაამარცხეს.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 19:48 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა (8-დან 4 ორქულიანი 50% და 4-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით ჩიმა მონეკე იყო.
😤 Oficio, carácter competitivo... ¡y afición! para sumar la primera
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) September 29, 2024
💪 #LaLagunaTenerife tumba al #Baskonia de Euroliga
💛🖤 #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/WgN2XDZaYo
მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართავს, სადაც თურქულ "კარსიაკას" დაუპირისპირდება. მატჩი 2 ოქტომბერს, 20:30 საათზე გაიმართება.