Belive

ბასკონიამ პანათინაიკოსი დაამარცხა | ბოლდუინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, "ბასკონიამ" "პანათინაიკოსი" 91:77 დაამარცხა.

მატჩში 30:27 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგიონერმა კამარ ბოლდუინმა, რომელმაც 15 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო), 7 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 20 ქულა ტიმოთი ლუვავუ კაბარომ ჩააგდო, 18 ქულა ჩიმა მონეკეს ჰქონდა, ხოლო 16 ჩედი ოსმანს.

"ბასკონია" ევროლიგის ცხრილში 9 მოგებით და 13 მარცხით მე-15 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ესპანური კლუბი ACB ლიგის ეგიდით, "ბრეოგანის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 19 იანვარს 20:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები