Belive

BASKETNEWS: "შენგელია კარიერის საუკეთესო კალათბურთს თამაშობს"

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ვირტუს ბოლონიას" ქართველი ლიდერი - თორნიკე შენგელია, გასაოცარ ფორმაშია და ფენომენალურ სეზონს ატარებს. ქართველი ვარსკვლავის ბრწყინვალე თამაში ავტორიტეტულ გამოცემას უყურადღებოდ არ დარჩენია. BASKETNEWS-ი აღნიშნავს, რომ შენგელია კარიერის საუკეთესო კალათბურთს თამაშობს და იტალიური კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

მიესალმეთ, ევროლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას. ლუკა ბანჩიმ კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მოღვაწეობა დაასრულა და თავის გასაოცარ ისტორიას, "ვირტუსთან" ერთად ევროლიგაზე აგრძელებს.
თორნიკე შენგელია კარიერის საუკეთესო კალათბურთს თამაშობს. გუნდი, რომელიც სეზონის დასაწყისში 3 ყველაზე ცუდს შორის განიხილებოდა - რეალურად 3 საუკეთესოს შორისაა და ამაში შენგელიას უდიდესი წვლილი მიუძღვის. -

თორნიკე შენგელიას "ვირტუსს" ევროლიგაზე მორიგი გამოცდის ჩაბარება 23 ნოემბერს, თურქულ "ფენერბაჰჩესთან" მოუწევს და ქართველი ვარსკვლავი კიდევ ერთხელ შეეცდება ბრწყინვალე სტატისტიკის გაუმჯობესებას.


სხვა სტატიები