ბარსელონა მურსიასთან დამარცხდა | თორნიკეს ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ბარსელონა მურსიასთან 78:81 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ 25:05 წუთი ითამაშა, რა დროშიც მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა დააგროვა (11-დან 6 ორქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო), ასევე მას 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.
20 ქულა ჩააგდო დევონტე კაკოკმა, ხოლო 19 ქულა ჰქონდა მაიკლ ფორესტს.
ბარსელონა 2 მოგებით და 3 მარცხით ცხრილში მე-9 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის ეგიდით, რეალ მადრიდის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 7 ნოემბერს ჩატარდება.
Final. pic.twitter.com/vzbY6LxKYM
— Barça Basket (@FCBbasket) November 2, 2025