ბარსელონამ ბასკონია დაამარცხა | თორნიკემ შედეგიანი მატჩი ჩაატარა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ბასკონია 91:83 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 24:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა (10-დან 7 ორქულიანი), 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა უილ კლაიბერნს ჰქონდა, 21 ქულა ჩააგდო ტიმოთი ლუვავუ-კაბარომ.
ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში 6 ქულით (3 მოგება, 4 მარცხი) მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის ეგიდით, ანადოლუ ეფესის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 20 ნოემბერს ჩატარდება.
UNA MÉSSSSS! SETMANA DE 𝐓𝐑𝐄𝐒 𝐃𝐄 𝐓𝐑𝐄𝐒! 👏 pic.twitter.com/rmoWh8ZFfc
— Barça Basket (@FCBbasket) November 16, 2025