Belive

ბარსელონა ჟალგირისთან დამარცხდა | თორნიკე შენგელიას კარგი მატჩი ჰქონდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ბარსელონა ჟალგირისთან 73:88 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 21:32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა მაოდო ლომ ჩააგდო, 17 ქულა ჰქონდა ჟოელ პარას, 14-14 ქულა მიითვალეს სილვეინ ფრანცისკომ და დეივიდას სირვიდისმა.

ბარსელონა ევროლიგის ცხრილში 3 მოგებით და 3 მარცხით მე-11 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართავს, მათი შემდეგი მეტოქე ბრეოგანი იქნება, მატჩი 25 ოქტომბერს ჩატარდება.

სხვა სტატიები