ვინ გახდება MVP? - ფიბამ მთავარი ფავორიტები დაასახელა
4 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირი კულმინაციას მიუახლოვდა.
ნახევარფინალური ეტაპის მატჩებამდე, ფიბამ MVP-ობის მთავარი კანდიდატები დაასახელა, რომელთა შორის პირველ ადგილს ამერიკის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი იკავებს.
39 წლის ფორვარდი მიმდინარე ტურნირზე საშუალოდ 13.8 ქულას, 7.8 ასისტს, 5.8 მოხსნასა და 1.3 ჩაჭრას აგროვებს და ამ ყველაფერს მხოლოდ 20 წუთში (საშუალოდ) ახერხებს.
10 მთავარ ფავორიტს შორის ყველაზე მეტი, 3-3 კალათბურთელი აშშ-სა და გერმანიის ნაკრებებიდანაა:
ლებრონ ჯეიმსი
ნიკოლა იოკიჩი
დენის შროდერი
კევინ დურანტი
ფრანც ვაგნერი
ბოგდან ბოგდანოვიჩი
ვიქტორ ვემბანიამა
გერშონ იაბუსელე
ენტონი დევისი
დანიელ ტაისი
ხვალ ოლიმპიადის ორი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება - გერმანია მასპინძელ საფრანგეთს შეხვდება, აშშ კი - სერბეთს.