Belive

ოლიმპიადის ფინალური წყვილიც გაირკვა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, კალათბურთში ფინალური წყვილი გაირკვა. ორივე 1/2-ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართა.

პირველ მატჩში საფრანგეთმა გერმანია 73:69 დაამარცხა, 18 ქულით საუკეთესო დენის შრიოდერი იყო, შემდეგ ყველაზე მეტი ქულა 4-მა ფრანგმა დააგროვა - 17 ქულა ჰქონდა გერშონ იაბუსელეს, 16 ისაია კორდინიეს, 11 ვიქტორ ვემბანიამას, ხოლო 10 მატიას ლესოს.

მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა აშშ-სა და სერბეთის ნაკრებ გუნდებს შორის გაიმართა. აღნიშნულ დაპირისპირებაშიც 4-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, ოღონდ სხვა მაჩვენებლით, ამერიკამ მეტოქე 95:91 დაამარცხა.

ყველაზე მეტი 36 ქულა სტეფ კარის ჰქონდა, 20 ბოგდან ბოგდანოვიჩს, ჯოელ ემბიდმა 19 ქულა მიითვალა, ორმაგი დუბლი 17 ქულით და 11 ასისტით ნიკოლა იოკიჩს ჰქონდა, სამმაგი კი ლებრონ ჯეიმსმა შეასრულა - 16 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.

ფინალური მატჩი 10 აგვისტოს, 23:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები