Belive

ბაიერნმა ჰამბურგი დაამარცხა | ბოლდუინი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გერმანიის საკალათბურთო ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში კამარ ბოლდუინის ბაიერნმა ჰამბურგი 96:79 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა 24:55 წუთი ითამაშა რა დროშიც 13 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 2 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ყველაზე მეტი 18 ქულა ჰქონდა ხავიერ რათან-მაიესს.

ბაიერნს 2-დან 2 მოგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კამარ ბოლდუინის გუნდი ევროლიგის ეგიდით გამართავს, მათი მეტოქე კაუნასის ჟალგირისი იქნება, მატჩი 10 ოქტომბერს, 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები