Belive

ბაიერნმა მილანი დაამარცხა | კამარ ბოლდუინს კარგი მატჩი ჰქონდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ბაიერნმა ოლიმპია მილანო 64:53 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელი, კამარ ბოლდუინი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან 27:19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 15 ქულა ვლადიმირ ლუჩიჩმა ჩააგდო, 14 ჰქონდა ანდრეას ობსტს.

ბაიერნი ევროლიგის ცხრილში 2 მოგებითა და 2 მარცხით მე-14 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ბოლდუინის გუნდი კვლავ ევროლიგის ეგიდით ფენერბაჰჩეს წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი ხვალ, 16 ოქტომბერს გაიმართება.