Belive

აშშ-ს ნაკრებმა გერმანია 4 ქულით დაამარცხა (მიმოხილვა)

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადის დაწყების წინ ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. სტივ კერის გუნდმა დღეს გერმანია 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:88 დაამარცხა.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, გერმანელები 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებში ლიდერობა საკუთარ თავზე ლებრონ ჯეიმსმა აიღო, რომელმაც მეტოქეს ზედიზედ 11 ქულა ჩაუგდო (აშშ-ს ნაკრების ბოლო 11 ქულაც ლებრონის ანგარიშზეა).

ამერიკის ნაკრებს 20 ქულით, 6 მოხსნით, 4 ასისტით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით სწორედ ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. 15 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო ჯოელ ემბიდის ანგარიშზე.

გერმანელთა შემადგენლობაში 18 ქულით, 7 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით და 3 ჩაჭრით ფრანც ვაგნერი გამოირჩა.

აშშ-ს ნაკრები მორიგ მატჩს ოლიმპიადაზე, 28 ივლისს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები