Belive

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა საოლიმპიადო შემადგენლობა დაასახელა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

USA Basketball-მა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, ნაკრების სიის 11 წევრი წარადგინა.

ESPN-ისა და The Athletic-ის თანახმად გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი გრანტ ჰილი, 12-დან 11 ადგილი დააზუსტა და დატოვა ერთი ვაკანტური ადგილი, ვინ იქნება ამერიკის ნაკრების ბოლო წევრი, ივლისის შეკრების შემდეგ შევიტყობთ.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან" გუნდში ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი იქნებიან, "ფინიქს სანსიდან" სიაში კევინ დურანტი და დევინ ბუკერი არიან შეყვანილი. ჯეიმსისთვის, 2012 წლის შემდეგ, პირველი ოლიმპიური თამაშები იქნება, კარიერაში - მე-4.

გუნდის სხვა წევრები არიან: ჯეისონ ტეიტუმი და ჯრუ ჰოლიდეი "ბოსტონ სელტიკსიდან", ენტონი ედვარდსი "მინესოტა ტიმბერვულვზიდან", ბემ ადებაიო "მაიამი ჰიტიდან", ჯოელ ემბიდი "სიქსერსიდან" და ტაირის ჰალიბარტონი "ინდიანა პეისერსიდან". პირველ ოლიმპიადაზე გაემგზავრება სტეფ კარი.

აშშ-ის გუნდის მთავარი მწვრთნელი "გოლდენ სტეიტ უორიორსის" დამრიგებელი სტივ კერია, მას დაეხმარებიან "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მწვრთნელი ტაირონ ლუ და "ჰიტის" მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა.

სხვა სტატიები