,,არავის უნდა გაუკვირდეს, თუ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ისევ გავა'' - ფიბა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის მატჩების შემდეგ, FIBA-მ ე.წ Power Rankings განაახლა.
24 ნაკრებს შორის საქართველოს რეიტინგში ყველაზე დიდი - (სლოვენიასთან ერთად) 5-ადგილიანი წინსვლა ჰქონდა და ახლა მე-11 პოზიციას იკავებს.
აი, რას წერს ფიბა ჩვენს ეროვნულ გუნდზე:
,,დიახ, ნამდვილად +5 და დიახ, ნამდვილად მე-11 პოზიცია... დიახ, ეს ნიშნავს, რომ არავის, უნდა გაიკვირდეს, თუ საქართველო კვლავ შეძლებს საგზურის მოპოვებას და მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.
მიუხედავად იმისა, რომ შეჩვეული ხართ თორნიკე შენგელიას მიერ ათასი ქულის ჩაგდებასა და ხუთი ასი მოხსნის მოპოვებას, რეალობა ისაა, რეალობა ისაა, რომ ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ერთკაციან ორკესტრს გასცდა და სრულფასოვან, მრავალფეროვან გუნდად ჩამოყალიბდა.
მონტენეგროსთან მატჩში თოკოსთან ერთად გოგა ბითაძემაც 20-ზე მეტი ქულა ჩააგდო. პორტუგალიასთან სია რატი ანდრონიკაშვილითა და სანდრო მამუკელაშვილით გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორ თამაშში, საქართველოს ანგარიშზე 20-ქულიანი ზღვარის გადალახვის ხუთი შედეგიანი მცდელობაა.
ამასთანავე, მარკის რიდს 2 მატჩში 14 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. გუნდური მიდგომა საქართველოსთვის საოცრებებს ახდენს!'' - ფიბა
Power Rankings-ის საუკეთესო თორმეტეული ასე გამოიყურება:
თურქეთი
საფრანგეთი
გერმანია
სერბეთი
ხორვატია
პოლონეთი
უკრაინა
ესპანეთი
იტალია
ფინეთი
საქართველო
საბერძნეთი
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომავალ შეხვედრას 26 ნოემბერს, საბერძნეთთან სტუმრად გამართავს.
