ანდრონიკაშვილი კარიერას სარაგოსაში გააგრძელებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი - რატი ანდრონიკაშვილი, კარიერას ესპანურ "სარაგოსაში" გააგრძელებს.
ლიგა ენდესას ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ანდრონიკაშვილსა და "სარაგოსას" შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ქართველი კალათბურთელი კლუბს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. ანდრონიკაშვილს "სარაგოსაში" საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე თად მაკფადენი დახვდება.
ლიგა ენდესას განვლილი 16 ტურის შემდეგ, "სარაგოსას" 7 მოგება და 9 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს "სარაგოსა" 6 იანვარს "ჟირონას" წინააღმდეგ გამართავს.
🖋️ Rati Andronikashvili y @casademontBZ han llegado a un acuerdo por el que el base georgiano estará a prueba en el primer equipo masculino.#MercadoACB#LigaEndesa pic.twitter.com/E7VChSzlC0
— Liga Endesa (@ACBCOM) January 3, 2024