Belive

Air Alamo: "მამუკელაშვილს 3-წლიანი კონტრაქტი ეკუთვნის"

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ამერიკულ მედიაში აქტიურად განიხილება იმ ფრენჩაიზების შესაძლო ტრანსფერები, რომელთაც პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვეს.

ტექსასური ვებგვერდი Air Alamo "სან ანტონიოს" შესახებ წერს და "სპურსს" სანდრო მამუკელაშვილის შენარჩუნებას ურჩევს. გამოცემა აღნიშნავს, რომ "სპურსის" ქართველ ლეგიონერს 3-წლიანი კონტრაქტი ეკუთვნის, რა დროსაც ხელფასის სახით 15-18 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

"სპურსი" პლეი-ოფში ასპარეზობას მე-5 წელია ვერ ახერხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფრენჩაიზში კვლავ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, "სპურსმა" ამჟამინდელი რუსტერის შენარჩუნებაზეც უნდა იფიქროს და რამდენიმე მოთამაშეზე იზრუნოს. სანდრო მამუკელაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელიც "სან ანტონიოში" უნდა დარჩეს.

რეგულარული სეზონის დასკვნით ნაწილში, მამუკელაშვილმა თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა. საშუალოდ 26.1 წუთში, მამუკელაშვილი 11.6 ქულასა და 9.7 მოხსნას აგროვებდა. მამუკელაშვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლია "სპურსისთვის" სარგებლის მომტანი მოთამაშე იყოს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კორტზე ვემბანიამასთან ერთადაა.

მომავალ ზაფხულს მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი ხდება და "სპურსმა" მის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. 3-წლიანი კონტრაქტი 15-18 მილიონი დოლარის ანაზღაურებით იდეალურ ვარიანტად წარმოგვიდგენია. - Air Alamo

ტექსასურმა გამოცემამ სანდრო მამუკელაშვილთან ერთად კიდევ 2 მოთამაშეზე ისაუბრა, რომლებიც "სპურსმა" უნდა შეიანრჩუნოს. გამოცემის აზრით, სანდრო მამუკელაშვილი, ჩედი ოსმანი და ჩარლზ ბესი "სან ანტონიოში" უნდა დარჩნენ.

სხვა სტატიები