Belive

გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მამუკელაშვილმა პრე-სეზონში 18 წუთი ითამაშა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს 2024/2025 წლების სეზონის დაწყებამდე ზუსტად 2 კვირაა დარჩენილი. ახალი სეზონი სტარტს 24 ოქტომბერს აიღებს და 2025 წლის 13 აპრილს დასრულდება (რეგულარული სეზონი).

კლუბებმა უკვე დაიწყეს ახალი სეზონისთვის მზადება, შესაბამისად NBA-ს პრე-სეზონმაც აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრებისა და "სან ანტონიოს" კალათბურთელმა - სანდრო მამუკელაშვილმა თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა.

კერძოდ, "სან ანტონიომ" "ოკლაჰომას" უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით 107:112 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკერტზე 17:41 წუთი ითამაშა, რა პერიოდშიც მისი მონაგარი: 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.

შედეგიანობით სანდრო მის კლუბში მეორე კალათბურთელი იყო და მას მხოლოდ ჯულიან შამპანიემ აჯობა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სანდრო მამუკელაშვილმა მატჩის შემდეგ მედიასთან საუბარში საკმაოდ დიდი დრო გაატარა, სადაც თავის მომავალზე, ახალ სეზონსა და სხვადასხვა საინტერესო ფაქტებზე ისაუბრა.

სხვა სტატიები