Belive

ტორონტომ მინესოტასთან 18-ქულიანი უპირატესობა გაანიავა | მამუკელაშვილმა 14 ქულა მოაგროვა

17 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა მინესოტა ტიმბერვულვზს უმასპინძლა და 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 126:128 დამარცხდა. მე-3 მეოთხედის სტარტზე დარკო რაიაკოვიჩის გუნდს 18-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც მინესოტამ 12 ქულით მოიგო.

მატჩში 32 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. 26 წლის კალათბურთელმა 5-დან 2 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ტორონტოს 25 ქულით, 6 მოხსნით, 4 პასითა და 1 დაფარებით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა, ტიმბერლვულვზის რიგებში კი 30 ქულით, 8 მოხსნით, 5 ასისტით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ენტონი ედვარდსი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 30 მოგებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას ხვალ, კვლავ საკუთარ არენაზე, ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები