Belive

"გოგა ბითაძე საკმარისად კარგია იმისთვის, რომ უფრო დიდი როლი ითამაშოს, ვიდრე მესამე ცენტრი" - Clutchpoints

3 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

"ორლანდო მეჯიქი" 2023/24 წლების სეზონს ძალიან კარგად ატარებს და ALL STAR-ის შესვენებას ძალიან კარგად შეხვდება, ჯერჯერობით მათ ანგარიშზე 24 მოგება და 23 მარცხია, დადებითი ბალანსი ყველა ვარსკვლავის მატჩამდე შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. გასული სეზონი "ორლანდომ" 34 მოგებით და 48 მარცხით დაასრულა.

"ჯადოქრები" ამ სეზონში გუნდის უზარმაზარი სიღრმით ძალიან კარგად გამოიყურებიან. მაგრამ ტრეიდის მოახლოებასთან ერთად, მათ შესაძლებელია რომ გოგა ბითაძე და გარი ჰარისი დათმონ - ამის შესახებ სტატიას სპორტული გამოცემა Clutchpoints აქვეყნებს.

ძალიან კარგი მაჯის კალათბურთელი გოგა ბითაძე ამ სეზონში გუნდში მესამე ცენტრს თამაშობს, ქართველი რაღაც პერიოდი ძირითად შემადგენლობაშიც იწყებდა, როდესაც ვენდელ კარტერ უმცროსმა სეზონის დასაწყისში ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა.

საქმე იმაშია, რომ "ორლანდოს" ვენდელ კარტერის გარდა ჰყავს ცენტრის პოზიციაზე მეორე ვარიანტიც, ეს კი მორიც ვაგნერია. ზოგიერთ მატჩებში ასევე პაოლო ბანკეროს შეუძლია ითამაშოს ცენტრის პოზიციაზე და ჯონათან აიზეკს.

გოგა ბითაძე საკმარისად კარგია იმისთვის, რომ უფრო დიდი როლი ითამაშოს, ვიდრე მესამე ცენტრი. თუ რომელიმე გუნდს ცენტრის პოზიციაზე სიღრმე აკლია, "ორლანდოსთან" კონტაქტი უნდა ჰქონდეს და ქართველი კალათბურთელის ფასზე დაილაპარაკონ. გოგა ბითაძე "მეჯიქს" ამ სეზონში კარგად დაეხმარა და იგივეს გაკეთება შეუძლია სხვა გუნდშიც - Clutchpoints

სხვა სტატიები