53 წლის შემდეგ პირველად, ნიქსი NBA-ს ჩემპიონია
14 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
53 წლის შემდეგ პირველად, ნიქსი NBA-ს ჩემპიონია. სუპერფინალების მე-5 შეხვედრაში, ნიუ იორკ ნიქსმა სან ანტონიო სპურსი სტუმრად დაამარცხა და ისტორიული ჩემპიონობა იზეიმა, საბოლოო ანგარიში 90:94 დაფიქსირდა.
საოცარი შეხვედრა ჩაატარა ჯეილენ ბრანსონმა და ფინალების საუკეთესო მოთამაშეც (MVP) გახდა, მას აღნიშნულ მატჩში 45 ქულა ჰქონდა. სან ანტონიოდან 25 ქულით გამოირჩა დილან ჰარპერი, ორმაგი დუბლი კი გაიფორმა ვიქტორ ვემბანიამამ - 19 ქულა, 14 მოხსნა.
ნიუ იორკ ნიქსისთვის ეს ისტორიაში მესამე ჩემპიონობაა, მათ აქამდე NBA-ს ტიტული 1970 და 1973 წლებში მოუგიათ.
"AFTER 53 YEARS, THE KNICKS ARE FINALLY NBA CHAMPIONS ONCE AGAIN!"
— NBA (@NBA) June 14, 2026
THE NEW YORK KNICKS WIN THEIR FIRST CHAMPIONSHIP SINCE 1973 🏆 pic.twitter.com/7JqXe4cU9e