Belive

"2025 წლის ევრობასკეტისთვის მზად ვართ!" - FIBA

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2025 წლის ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება, ეროვნული ნაკრებები კი აღნიშნული ტურნირისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. FIBA-მ დღეს პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც კონკრეტულად გოგა ბითაძის ევრობასკეტზე ასპარეზობას ეხებოდა, შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა ევროპირველობაზე თამაში უკვე დაადასტურა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები C ჯგუფშია ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან და ბოსნია ჰერცოგოვინასთან. ჩვენი ნაკრების განრიგი ასეთია:

  • 28 აგვისტო: საქართველო VS ესპანეთი | 16:00 საათი

  • 30 აგვისტო: იტალია VS საქართველო | 16:00 საათი

  • 31 აგვისტო: საქართველო VS საბერძნეთი | 16:00 საათი

  • 2 სექტემბერი: კვიპროსი VS საქართველო | 19:15 საათი

  • 4 სექტემებერი: ბოსნია ჰერცოგოვინა VS საქართველო | 16:00 საათი

სხვა სტატიები