Belive

2018 წლის შემდეგ პირველად - სტეფ კარიმ ანტირეკორდი დააფიქსირა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს ვარსკვლმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მსროლელმა - სტეფ კარიმ, პირადი ანტირეკორდი დააფიქსირა.

კეძოდ კი, NBA-ს 26-ე ტურის შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 114:118 დაამარცხა. ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა კლეი ტომპსონს, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო, 28 ქულა მოაგროვა და საკუთარ კლუბს გამარჯვებაში დაეხმარა. სამაგიეროდ, კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა სტეფ კარის, რომელმაც პარკეტზე 31:14 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 7 ქულა მოაგროვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტეფ კარიმ 2018 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო თამაშში სამქულიანის ჩაგდება (0/8) და NBA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი, 268-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ სტეფ კარიმ 2016 წელს "ლეიკერსის" წინააღმდეგ 10 ნასროლი სამქულიანიდან ვერცერთი ვერ გამოიყენა, თუმცა მომდევნო მატჩში "ნიო ორლეანსის" წინააღმდეგ გამოვიდა და იმდროინდელი NBA-ს რეკორდი მოხსნა. მან "ნიუ ორლეანსს" 13 სამქულიანი ჩაუგდო.

საინტერესოა რა ბედი ელის "ბოსტონს", რომელიც შემდეგ მატჩს "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები