Belive

16-წლამდელთა საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2025 წლის 16-წლამდელთა საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს - ამის შესახებ FIBA-მ ოფიციალურად გამოაცხადა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ტურნირი თურქეთში, სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კალათბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება შეცვალა. კონტინენტის პირველობა 8 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება.

2025 წლის U16 ევრობასკეტი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსაც შეითავსებს. მსოფლიო 2026 წელს თურქეთშია დაგეგმილი და იქ ევროპის ჩემპიონატის 5 საუკეთესო გუნდი თურქეთთან ერთად მოხვდება. თურქეთს, როგორც მასპინძელს, ადგილი პირდაპირი წესით ერგო.

სხვა სტატიები