U16 ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრებმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში - ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს (A დივიზიონს) თბილისი უმასპინძლებს.
დღეს, 16-წლამდელთა 12-კაციანი შემადგენლობა დასახელდა:
ბესო გიგაური
დავით ტრაპაიძე
ლუკა ფოჩხუა
სანდრო შერვაშიძე
ალექსანდრე იაშვილი
ნიკოლოზ ბოდაველი
ნიკოლოზ მარკოიშვილი
გიორგი გოგოლაშვილი
იური კვირიკაშვილი
ბექა გაგუა
აკმალხან აუბაკიროვი
საბა პატაშური
საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები C-ჯგუფში ითამაშებს და ხვალ,, 8 აგვისტოს, 18:30 საათზე, ესპანეთს დაუპირისპირდება. 9 აგვისტოს, 18:30 საათზე, საქართველოსა და სერბეთის, ხოლო 10 აგვისტოს, ასევე 18:30 საათზე, საქართველოსა და გერმანიის მატჩი გაიმართება.
აქამდე საქართველოში მხოლოდ 20-წლამდელთა B და 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონები გამართულა. კონტინენტის რანგით უმაღლეს ასაკობრივ ტურნირს თბილისი არენა და ოლიმპიური სასახლე 8-დან 16 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბოლო 2 სეზონია, A დივიზიონშია. შარშან, ზაფხულში, ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა საბერძნეთში გამართულ ევრობასკეტზე 16 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. ბოლო 3 ადგილზე გასული პოლონეთი, ბულგარეთი და ხორვატია B დივიზიონში დაქვეითდნენ.