Belive

12 ქულა და 15 მოხსნა - ბითაძემ ორლანდოში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ბრუკლინისა" და "ორლანდოს" დაპირისპირება შედგა. ნიუ იორკში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 101:84 დასრულდა.

გოგა ბითაძემ "ბრუკლინის" წინააღმდეგ ორმაგი დუბლი გაიფორმა და "ორლანდოს" მაისურით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ დროში 12 ქულის, 15 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ბითაძემ საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ისროლა. მის მიერ ნასროლი 7 ბურთიდან - 5 ზუსტი აღმოჩნდა.

სხვა სტატიები