ორმაგი დუბლი და პირადი რეკორდები სეზონში - ბითაძის შესანიშნავი მატჩი ჩიკაგოსთან
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ჩიკაგო ბულსს'' სტუმრად 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:94 მოუგო.
,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 26 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა - 15 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.
გოგამ მატჩში 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და არცერთი დაკარგვა არ ჰქონია.
მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში მოგროვებული 15 ქულა და 11 მოხსნა ბითაძისთვის საუკეთესო შედეგია.
,,მეჯიქის'' შემადგენლობაში 17 ქულით, 9 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით პაულო ბანკერო გამოირჩა.
,,ჩიკაგოს'' ზაკ ლავინმა ულიდერა - უკანახაზელმა 19 ქულას, 6 მოხსნას, 3 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
,,ორლანდო'' 6 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 18 ნოემბერს, კვლავ ,,ჩიკაგოსთან'' გამართავს.