0.4 წამში ჩაგდებული ბურთი | ესპანეთმა სლოვაკეთი საოცარ მატჩში დაამარცხა
ევრობასკეტის მე-3 ტურის შეხვედრაში ესპანეთმა სლოვაკეთი მძიმე, ორ-ოვერტაიმიან მატჩში 72:76 დაამარცხა.
შეხვედრაში საოცარი რამ მოხდა, პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე 0.4 წამი იყო დარჩენილი და ანგარიში სლოვაკეთის სასარგებლოდ 67:64 იყო, ბურთი სლოვაკეთს შემოჰქონდა, მაგრამ ესპანელმა კალათბურთელმა სანტიაგო იუსტამ ჩაჭრა და სამქულიანიც ზუსტად შეასრულა, საბოლოოდ მეორე ოვერტაიმში გადასული თამაშის მოგება ესპანეთმა შეძლო.
შეხვედრაში 3 ორმაგი დუბლი იყო: ვლადიმირ ბროძიანსკის ყველაზე მეტი 23 ქულა ჰქონდა 10 მოხსნასთან ერთად, სანტიაგო იუსტამ 21 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო მარიო იჰრინგმა 13 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
3 ტურის შემდეგ ესპანეთს 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, რითაც მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო სლოვაკეთი 3 მარცხით ბოლო ადგილზეა. ცხრილში 3 მოგებით ლიდერი ლატვიაა, ხოლო მეორე ადგილს ბელგია იკავებს.