Belive

ევრობასკეტის C ჯგუფი | მე-3 სათამაშო დღე, ესპანეთმა და იტალიამ გაიმარჯვეს

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2025 წლის ევრობასკეტის მე-3 სათამაშო დღე C ჯგუფში დასრულდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს.

დღეს, ესპანეთმა კვიპროსი ძალიან დიდი სხვაობით 91:47 დაამარცხა. მატჩში 19 ქულით საუკეთესო იყო ვილი ერნანგომესი, 16 ქულა ჩააგდო დარალ უილისმა.

ამავე ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ბოსნია ჰერცოგოვინა იტალიის ეროვნულ ნაკრებთან 79:96 დამარცხდა. 39 ქულით საუკეთესო იყო სიმონე ფონტეკიო, მან ასევე შესანიშნავი მიღწევა დააფიქსირა, ამ შედეგით იტალიის რეკორდი მოხსნა, რომელიც აქამდე ანდრე ბარნიანს (36) ეკუთვნოდა. ორმაგი დუბლი შეასრულა იუსუფ ნურკიჩმა - 21 ქულა, 10 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან 53:94 დამარცხდა.

3 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, 19:15 საათზე კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები