ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ლიონი 3:2 დაამარცხა. პარიზელთა მე-2 გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ქართველმა ფეხბურთელმა ვიტინიას ჩაჭრით ისარგებლა და შესანიშნავი, შორეული დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვარასთვის აღნიშნული გოლი მიმდინარე წლის ლიგა 1-ის სეზონში პირველია.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და Sofascore-ის ამ თერთმეტეულშიც ერთ-ერთ საუკეთესოდ შეფასდა, სრულად გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: მაიკ პენდერსი (სტრასბურგი) - 7.9
მცველები: გოტიე ლორისი (ლე ავრი) - 8.8, ენტონი რუაუ (რენი) - 7.7, ჩიდოზი ავაზიემი (ნანტი) - 7.7
ნახევარმცველები: ვიტინია (პსჟ) - 8.3, ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) - 8.4, უესლი საიდი (ლანსი) - 8.7, ანხელ გომესი (მარსელი) - 8.1, ფლორიან ტოვინი (ლანსი) - 8.3
თავდამსხმელები: ჰაბიბ დიალო (მეცი) - 8.5, ემანუელ ემეგა (სტრასბურგი) - 9.1
საფრანგეთის ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდი
პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის ცხრილს 27 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს (8 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ, 23 ნოემბერს ჩაატარებს, მათი მეტოქე ლე ავრი იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი/1 ასისტი.