პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზება წარუდგინა
პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზება წარუდგინა, ინფორმაციას ფრანგულ გუნდთან დაახლოებული სანდო წყაროები ავრცელებენ. უფრო ზუსტად ფრანგულენოვანი ინსაიდერი და სატრანსფერო ექსპერტი კვარას ამბავს შეეხო.
წყაროს ცნობით, პსჟ კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდება. პარიზულ კლუბში ქართველი ყველასგან დაფასებული ფეხბურთელია თავისი თამაშისა და მენტალიტეტის გამო და როგორც პერსონალს, ასევე მენეჯმენტს სურს, რომ ის პარიზული პროექტის საყრდენად იქცეს.
🔴🔵 EXCL : Le PSG passe à l'action pour Khvicha Kvaratskhelia : une offre de prolongation est sur la table.
— Djamel 🇵🇸 (@Djaameel_) September 1, 2026
Apprécié de tous au club grâce à ses performances et sa mentalité, le staff comme la direction veulent en faire un pilier du projet parisien. 🇬🇪 pic.twitter.com/iAXOF2EcSW
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში ნაპოლიდან 2025 წლის დასაწყისში გადავიდა და პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.