ჰარი კეინი: "ორი საუკეთესო გუნდის მატჩი ვნახეთ"
9 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის ბომბარდირი, ჰარი კეინი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სთან საწყისი მატჩის (5:4) შემდეგ საუბრობს.
"ჩემი აზრით, დღეს ჩვენ ვნახეთ ორი მაღალი დონის გუნდი, განსაკუთრებით შეტევაში, გადასვლებში, სისწრაფესა და ინტენსივობაში, ერთი-ერთზე დუელებში.
ორი საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან. საერთო ჯამში, გვქონდა მომენტები, როდესაც შეგვეძლო მატჩის ბედის უფრო ადრე გადაწყვეტა. ამიტომაც ძალიან ვამაყობთ, რომ ანგარიშის შემცირება შევძელით.
როდესაც სამბურთიანი სხვაობით აგებ, სიტუაცია შეიძლება მართლაც უფრო გართულდეს, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ და სერიაში დავბრუნდით.
იყო მომენტები, როდესაც შეგვეძლო უფრო ზუსტად გვემოქმედა გადამწყვეტი პასის და შეტევის დაგვირგვინების დროს.
ვგრძნობდით, რომ უფრო უკეთ ვთამაშობდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მატჩი იმპულსს იძენდა და მოწინააღმდეგე დაიღალა. უბრალოდ, იგივე ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ. ეს კიდევ უფრო მეტად დაგვჭირდება მომავალ კვირას. ყველაფერს ისინი გადაწყვეტენ, ვისაც შეუძლია თავისი შანსების გამოყენება. დღეს ბევრი ასეთი მომენტი იყო და ალბათ, მომავალ კვირასაც იგივე იქნება.
იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა და საშინაო კედლებში თამაშის შესაძლებლობა, გამარჯვებაში დაგვეხმარება", - ამბობს ჰარი კეინი.
საპასუხო შეხვედრა მიუნხენში, ალიანს არენაზე 6 მაისს შედგება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.