ზედიზედ მეორე ფრე | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება სტრასბურთან
ლიგა 1-ის მერვე ტურში პსჟ-მ სტრასბურს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. ლუის ენრიკემ, სანაკრებო შესვენებიდან დაბრუნებულ რამდენიმე ლიდერს სასტარტო შემადგენლობიდან არ დააწყებინა - ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელია იყო, სამაგიეროდ, მოედანს დაუბრუნდა დეზირე დუე, რომელმაც ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში, პირველად ითამაშა.
შეხვედრაში ანგარიში სწორედ დუესა და ბარკოლას ბრწყინვალე კომბინაციით გაიხსნა - მეექვსე წუთზე პსჟ უკვე იგებდა ბარკოლას გოლით.
ამის შემდეგ უპირატესობა სტრასბურმა გადაიბარა და შედეგშიც ასახა - სტუმრებმა პირველი ტაიმი 1:2 მოიგეს. გამათანბრებელი გოლი პანიჩელიმ თაური დარტყმით, საპენალტოს წერტილიდან გაიტანა. სტრასბური კი წინ დიეგო მორეირამ გაიყვანა.
მეორე ტაიმის სტარტზე პანიჩელიმ დუბლი შეასრულა და თითქოს, პსჟ ახლოს იყო ჩემპიონატში მეორე მარცხთან. 2 წუთით ადრე, სანამ დუე მოედანს დატოვებდა, თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად გონსალუ რამუშმა შეასრულა. შეხვედრაში ბოლო გოლი მაიულუმ, 79- წუთზე გაიტანა.
კვარაცხელია მოედანზე ბარკოლას ნაცვლად, მე-60 წუთზე შევიდა და მისი შეფასება 6.6 იყო. ქართველმა 4-ჯერ სცადა კარში დარტყმა, საიდანაც ერთი მეკარემ აიღო, ერთი დაუფარეს, 2 კი კარს ასცდა.
ლიგა 1-ში, პსჟ-მ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა - 5 დეკემბერი/ლილი (1:1).
პარიზული გრანდი ისევ ცხრილის პირველ ადგილზეა, თუმცა მხოლოდ 1 ქულით უსწრებს სტრასბურს, 2-ით კი მარსელსა და ლიონს, რომლებსაც საკუთარი შეხვედრები ჩასატარებელი აქვთ.
👉 A draw in this return to the Parc des Princes#PSGRCSA (3-3) | #Ligue1 pic.twitter.com/0HahUniVOE
— Paris Saint-Germain (@PSG_English) October 17, 2025