Belive

ლუის ენრიკე: ,,კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ისევ ის გუნდი ვართ, რაც ყოველთვის ვიყავით''

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ასტონ ვილასთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ამ შეხვედრისთვის მზადების პროცესი რთული იყო. ფეხბურთელებს დასვენება და ოჯახებთან ერთად გატარებული დღეები სჭირდებათ. თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი პარი სენ ჟერმენის მაისურს ირგებენ, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის კავშირი მაინც იგრძნობა. დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეცდომების მიუხედავად, ისევ ის გუნდი ვართ, რაც ყოველთვის ვიყავით.

ჩვენ ყოველთვის იმ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, რომლებიც მატჩს ძირითად შემადგენლობაში იწყებენ, თუმცა განსაკუთრებით ასეთ შეხვედრებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცვლილებაზე შემოსასვლელად მზადყოფნას. ყველა მოთამაშე ერთ ტალღაზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ ტიტულებს მხოლოდ მაშინ იგებ, როცა ყველას ერთი მიზანი აერთიანებს.'' - ლუის ენრიკე

უეფას სუპერთასის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლით გამოიჩინა.

პსჟ-ს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება - კვირას, 16 აგვისტოს, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ლანსს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები