Yahoo Sports | ბაიერნს თორნიკე კვარაცხელიას შეძენა სურს, მაგრამ ტრანსფერს ერთი მთავარი ფაქტორი აფერხებს
როგორც ჩანს ფეხბურთი კვარაცხელიების ოჯახური ფასეულობაა. ხვიჩა კვარაცხელია და პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდებიან - სწორედ იმ უპრესტიჟულესი ტურნირის ნახევარფინალში, რომელშიც ქართველმა ვარსკვლავმა საკუთარი ბრწყინვალე უნარებისა და კლასის დემონსტრირება უკვე მოახდინა.
იმ დროს, როდესაც რეკორდმაისტერი ერთის მხრივ ცდილობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თავბრუდამხვევ უნარებს რაიმე გასაღები მოუძებნოს და შეაჩეროს, პარალელურად მისი უმცროსი ძმის ტრანსფერით აქტიურადაა დაინტერესებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის გრანდი კვარაცხელიას უმცროსი ძმის ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, თორნიკე უკვე იმყოფებოდა მიუნხენში, რათა კლუბის ინფრასტრუქტურა მოენახულებინა და დეტალებს გასცნობოდა, გარიგების განხორციელება 2028 წლამდე ვერ მოხერხდება. საქმე იმაშია, რომ თორნიკე კვარაცხელია ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და UEFA-ს რეგულაციების თანახმად, ევროპულ კლუბებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლის ტრანსფერი მის სრულწლოვანებამდე არ შეუძლიათ. ბაიერნი თორნიკე კვარაცხელიას ოფიციალურად დარეგისტრირებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც ის 18 წლის გახდება.
🇬🇪 𝐊𝐡𝐯𝐢𝐜𝐡𝐚 𝐊𝐯𝐚𝐫𝐚𝐭𝐬𝐤𝐡𝐞𝐥𝐢𝐚 (𝟐𝟓, 𝐋𝐖) – PSG player.
— Pro Future Stars (@ProFutureStars1) May 4, 2026
🇬🇪 𝐓𝐨𝐫𝐧𝐢𝐤𝐞 𝐊𝐯𝐚𝐫𝐚𝐭𝐬𝐤𝐡𝐞𝐥𝐢𝐚 (𝟏𝟔, 𝐋𝐖) – Dinamo Batumi player at the moment, but top European clubs are already interested in signing him.
Another big talent from the Kvaratskhelia family… pic.twitter.com/Ib9tYGYg8A
საინტერესოა რომ რეკორდმაისტერსა და თბილისის დინამოს შორის კავშირი ახლო წარსულშიც დამყარდა. 2023 წელს, ბაიერნმა ნიჭიერი ახალგაზრდა ლუკა პარკაძე შეიძინა (მომენტალურად, როდესაც 18 წლის გახდა). სამწუხაროდ, მძიმე ტრავმებმა პარკაძის გერმანულ კარიერას დაღი დაასვა. საიჯარო ხელშეკრულებების შემდეგ, 2025 წელს ქართველი ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის გუნდს შეუერთდა.
ევროპულ მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თორნიკე კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ბაიერნი მთავარი ფავორიტია, მაგრამ ამომავალი ქართველი ვარსკვლავის მიმართ ინტერესს ნაპოლი და ინტერიც იჩენენ.