Eurosport: "პსჟ მზად არ არის, მაგრამ ფინალის წაგება არ უყვარს"
პარი სენ-ჟერმენი ახალ სეზონს ოთხშაბათს საღამოს იწყებს, სადაც უეფას სუპერთასზე ასტონ ვილას დაუპირისპირდება. კვირის დასაწყისში ლუის ენრიკეს განკარგულებაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ბოლო ფეხბურთელებიც დაბრუნდნენ. გადაცემა After Foot-ში, ელტონ მოკოლომ (ჟურნალისტი), სეზონის სადებიუტო შეხვედრის წინ, პარიზელთა მიმართ თავისი ოპტიმიზმი არ დაფარა.
გადაცემა After Foot-ის ეთერში, ელტონ მოკოლომ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ზოგიერთი მოთამაშის ფიზიკურ ფორმაში არყოფნისა, პარიზული კლუბის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება:
პსჟ ჯერ ოპტიმალურ კონდიციებში არ არის, თუმცა მათი მთავარი კოზირი და წარმატების საფუძველი დამარცხების სიძულვილია. ეს არის ის ბრძოლისუნარიანობა, რაც გუნდს 2023 წლიდან, ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ ახასიათებს - მათ შეუძლიათ მთების გადადგმა და არასდროს ეძლევიან უიმედობას. - აცხადებს ჟურნალისტი ევროსპორტის ეთერში
გასულ სეზონში პარიზელებმა ნამდვილი საოცრება მოახდინეს, როდესაც ტოტენჰემთან მატჩი ბოლო წუთებზე შემოატრიალეს და გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვეს. მოკოლოს თქმით, სწორედ ეს ფუნდამენტური გამარჯვება უნდა გახდეს პსჟ-სთვის შთაგონების წყარო ასტონ ვილასთან დაპირისპირებამდე:
გასულ წელს ტოტენჰემთან მატჩი ამის თვალსაჩინო მაგალითია - როცა 0:2-ს აგებ და მაინც ახერხებ ანგარიშის გათანაბრებას, ხოლო პენალტების სერიაში, ცუდი სტარტის მიუხედავად, საბოლოოდ მაინც იმარჯვებ.
აი, ეს არის ლუის ენრიკეს პსჟ. ეს არის გუნდი, რომელიც უბრალოდ უარს ამბობს წაგებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ფეხბურთელები ბაზაზე მხოლოდ ორშაბათს დილით გამოჩნდნენ, ოთხშაბათს მაინც საბრძოლო განწყობაზე მყოფ პსჟ-ს ველოდები, რომელიც უეფას სუპერთასის ზედიზედ მეორედ მოპოვებას შეეცდება. - დაასრულა თავისი სიტყვა ელტონ მოკოლომ
🔴🔵 "La principale garantie du PSG, la haine de la défaite"
— RMC Sport (@RMCsport) August 11, 2026
La rentrée approche pour les doubles champions d'Europe qui s'apprêtent à défendre leur titre en Supercoupe d'Europe, contre Aston Villa, à Salzbourg (mercredi 21h).https://t.co/EeFMloluWD pic.twitter.com/M1slMMMrMY
ლუის ენრიკეს საწვრთნელ პროცესში უკვე შეუერთდნენ ის მოთამაშეები, რომლებმაც მუნდიალზე იასპარეზეს: უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა, ლუკას ერნანდესი, ლუკას დინი, დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი და ფაბიან რუისი, თუმცა მათი ფიზიკური ფორმის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფეხბურთელები ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ.