Belive

23-წლამდე ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი ევრო 2024-ზე | Whoscored

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. Whoscored-მა ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 23-წლამდე ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც 3 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

სრულად საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: ლუტშარელ გერტრუიდა, სტრაჰინია პავლოვიჩი, რიკარდო კალაფიორი, ნუნუ მენდეში

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, პედრი, ნიკო უილიამსი, ჯამალ მუსიალა

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია

ჯგუფურ ეტაპზე გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირებში პირველ ადგილზეა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიის წინააღმდეგ ერთი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გიორგი მამარდაშვილს კი ჯგუფში 20 სეივი მოუგროვა რაც საუკეთესო მაჩვენებელია, ის ასევე ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში იყო, სადაც თურქეთთან 3:1 დამარცხდა, ჩეხეთთან ფრედ 1:1 ითამაშა და პორტუგალიის ნაკრებს 2:0 მოუგო. ჯგუფში ჩვენმა ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და 1/8-ფინალის საგზური მე-3 ადგილით მოიპოვა, მომდევნო ეტაპზე საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები