ლუის ენრიკე: "კვარამ კლასიკური ფორვარდივით შეასრულა"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის 21-ე ტურში "პსჟ"-მ "მონაკოს" უმასპინძლა და მეტოქე 4:1 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ გუნდში მეოთხე შეხვედრაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სადებიუტო გოლიც გაიტანა. ქართველმა 54-ე წუთზე ბარკოლას გადაცემა გამოიყენა და გუნდი წინ გაიყვანა (2:1), რასაც პარიზელების დამაჯერებელი გამარჯვება მოჰყვა. მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ კვარაზე და მის როლზე ისაუბრა.
ამ თამაშში უამრავი პოზიტიური რამ იყო: ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ვიმედოვნებ, ეს მხოლოდ ერთია იმ ბევრიდან, რომელსაც მომავალში გაიტანს. კვარა მოედანზე თავისუფალია, რადგან დავინახოთ სადაა მისი საუკეთესო თვისებები - მას ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, დღეს ნამდვილი 9-იანივით იმოქმედა, პატარა სივრცეში მშვენივრი პაუზა და მარცხენათი გაიტანა, მისგან სწორედ ამის მოლოდინი გვაქვს.
ხედავთ, რომ ჩემი ფეხბურთელები პოზიციებს ხშირად ცვლიან, მათი უნარები მე ამის საშუალებას მაძლევს, მოწინააღმდეგეს კი უდიდეს დისკომფორტს უქმნის - ჩვენ გამუდმებით მაღალ ტემპში ვთამაშობთ. კვარასნაირი ფეხბურთელისთვის აუცილებელია, რომ თავი გუნდის ნაწილად იგრძნოს, ჩვენ ამას ყველანაირად ვცდილობთ. - განაცხადა ლუის ენრიკემ
ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგული კლუბის მაისურით 4 მატჩში ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა. პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 53 ქულით ლიდერობს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, "მარსელთან" 10-ქულიანი უპირატესობა ექნება. ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის 'პლეი ინში', "ბრესტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.