Belive

ვარაზდატ აროიანი: ,,მეზობლების წინააღმდეგ კარგ მატჩს ველით''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სომხეთის ნაკრების მცველმა, ვარაზდატ აროიანმა, საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ, ამ გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. მინდა, მათ ბოლო წლებში მიღწეული წარმატება მივულოცო. მეზობლების წინააღმდეგ კარგ მატჩს ველით. ვიცით, ვისთან გვიწევს თამაში...

ახალი მთავარი მწვრთნელი? სხიპის გაცნობა მოვახერხეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ, რა გვინდა მომავალ მატჩებში. თუ მწვრთნელს მოვუსმენთ და მის მითითებებს გავითვალისწინებთ, დიდ წარმატებას მივაღწევთ. გუნდში კარგი ატმოსფეროა და ვიცით, როგორი თამაში გველის.'' - ვარაზდატ აროიანი

ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი ხვალ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები