Belive

ვის რა შანსი აქვს? - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, Football Meets Data-მ კლუბების საჩემპიონო შანსების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.

მთავარ ფავორიტად მადრიდის ,,რეალი'' სახელდება, რომლის შანსებიც 18%-ით ფასდება.

იმის ალბათობა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ასტონ ვილას'' ბარიერს დაძლევს და 1/2-ფინალში გავა, 70%-ია. გარდა ამისა, 16%-ია იმის შანსი, რომ ლიგა სწორედ პარიზული კლუბის ტრიუმფით დასრულდება.

გუნდები, რომლებსაც ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვთ:

  1. რეალი - 18%

  2. ბარსელონა - 17%

  3. ინტერი - 17%

  4. პსჟ - 16%

  5. არსენალი - 16%

  6. ბაიერნი - 11%

  7. ასტონ ვილა - 3%

  8. დორტმუნდი 3%

მეოთხეფინალის პირველი მატჩები 8 და 9 აპრილს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 15 და 16 აპრილსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები