ლუის ენრიკე: ,,გასულ სეზონში ყველას ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებდით, რადგან ძალიან ახალგაზრდები ვიყავით''
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლივერუპლთან მოგების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
„ეს იყო დაძაბული მატჩი გუნდებს შორის, რომლებიც მართლაც კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ენფილდზე თამაში დიდი პატივია. პირველი ტაიმი უფრო ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა, რადგან თამაშს ვაკონტროლებდით და რამდენიმე მომენტის შექმნაც შევძელით. მეორე ნახევარში კი ყველაფერი შეიცვალა: ბევრი ვიწვალეთ, ისინი მაღალ პრესინგს იყენებდნენ და რისკზეც არაერთხელ წავიდნენ. ჩვენ კი ვიცოდით, რომ გვექნებოდა კონტრშეტევების შანსი და გავიტანეთ კიდეც. ვფიქრობ, ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გასვლა ნამდვილად დავიმსახურეთ.
გასულ სეზონში ყველას ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ შევძლებდით, რადგან ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. ახლა ყველამ იცის, რომ ჩემპიონები ვართ, თუმცა მომატება გვჭირდება და ეს ჩვენი მიზანია!
დუეს და მენდეშის ტრავმა? სერიოზული არაფერია... ასეთ მატჩებში მსგავსი პრობლემები ხშირია. ხვალ ზუსტად გვეცოდინება თუ რა აწუხებთ მათ. - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პარი სენ ჟერმენმა ლივერპული 2:0 დაამარცხა. შედეგად, პარიზულმა გუნდმა 2 შეხვედრის ჯამში 4:0 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბაიერნს ან რეალს დაუპირისპირდება.
🚨🎙️| Luis Enrique speaks regarding Nuno Mendes & Désiré Doué’s injuries:
— PSG Report (@PSG_Report) April 14, 2026
“It’s nothing serious, we'll see tomorrow what they have, with the intensity of tonight’s game it's normal that things like this could happen." pic.twitter.com/me7NyY2FQh