Belive

ვიქტორ ოსიმენი: "ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რა შეუძლია კვარაცხელიას"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. საქართველოს ნაკრების ლიდერმა შეხვედრაში სრულად ითამაშა, საგოლე პასი გააკეთა და ყველაზე მაღალი შეფასება - 8.3 დაიმსახურა. 

მატჩის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც კვარაცხელიას პასით გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა, 21 წლის ქართველის შესახებ ისაუბრა.

"გვაოცებს თუ არა კვარაცხელია? მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რამდენი რამ შეუძლია მას. მიხარია, მისი ასეთი კარგი სათამაშო ფორმა, რადგანაც კვარა ამას იმსახურებს. ვარჯიშის დროს ის კიდევ უფრო უკეთესია და მჯერა, რომ ჩვენი გაოცება კიდევ უფრო მეტად შეუძლია", - თქვა ნიგერიელმა თავდამსხმელმა.

მიმდინარე სეზონში, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში კვარას აქტივში უკვე 14 მატჩში გატანილი 7 გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები