"პარი სენ-ჟერმენს არ სურს ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება" - ფაბრიციო რომანო
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გადავა თუ არა ხვიჩა კვარაცხელია არსენალში?! ბოლო დროს ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა, მაგრამ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო აღნიშნულ საკითხს Youtube-ის მეშვეობით გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ პარი სენ-ჟერმენის გეგმებში ქართველის გაშვება არ ჯდება.
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ პარი სენ-ჟერმენს არ სურს ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება. ქართველი პარიზულ კლუბში 13-14 თვის მისულია და მას ჯერჯერობით ხელშეუხებელ მოთამაშედ მიიჩნევენ.
მოკლედ, პარი სენ-ჟერმენს კვარაცხელიაზე გარკვეული ტიპის მოლაპარაკებების დაწყება არ სურს.
ადრეც ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ არსენალს ზაფხულში შემტევი ფეხბურთელის დამატება სურს, შეიძლება მათ ერთი მოთამაშე დაიმატონ ან ორი, ვნახოთ ყველაფერი ხარჯებზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება, მაგრამ ისინი შეტევაში ფეხბურთელის დამატებაზე აქტიურად მუშაობენ.
მინდა კვლავ დავუბრუნდე კვარაცხელიას საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ის იდეალურად ჯდება არსენალის შემადგენლობაში, პარი სენ-ჟერმენის პასუხი ნათელია და ისინი უარს ამბობენ. თუმცა ჩემი აზრით ის მხოლოდ არსენალისთვის არ იქნებოდა იდეალური, ის იდეალური იქნებოდა ნებისმიერი გუნდისთვის, კვარა ფანტასტიკური მოთამაშეა, მას ზუსტად იქ შეუძლია თამაში, სადაც არსენალს ყველაზე მეტად სჭირდება. - ფაბრიციო რომანო - იტალიელი ჟურნალისტი
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირის ეგიდით მიმდინარე სეზონის 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა რა დროშიც 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
უფრო კონკრეტულად, რომ ჩამოვწეროთ:
კვარა საფრანგეთის ლიგა 1-ში - 21 მატჩი - 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა
კვარა ჩემპიონთა ლიგაზე - 10 მატჩი - 6 გოლი, 4 საგოლე გადაცემა