ოფიციალურად: ნაპოლიმ ლეანდერ დენდონკერი დაიმატა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლიმ" 2024 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მორიგი ტრანსფერი განახორციელა.
ინფორმაცია, რომელიც გასული დღეების განმავლობაში იტალიურ და ბრიტანულ მედიაში ვრცელდებოდა, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
28 წლის ფეხბურთელი იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა 2023/24 წლების სეზონის დასრულებამდე "ასტონ ვილადან" იჯარის წესით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.
ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი "ანდერლეხტის" აღზრდილია და აქამდე "ვულვზში" და "ასტონ ვილაში" თამაშობდა. ბელგიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 32 მატჩში მას 1 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.